კახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე სოციალურ ქსელში ბაბუასთან გადაღებულ ფოტოებს შემდეგი აღწერით აქვეყნებს:
„ჩემო საუკეთესო მეგობარო. ბაბუ. მადლობა შენ ყველაფრისთვის. დანარჩენი ჩვენში დარჩეს. შენ ისედაც ძალიან კარგად იცი, ჩემს გულში რაც ხდება. ჩემი გული შენია მუდამ და ყოველთვის. მიყვარხარ უსაზღვროდ. კიდევ შევხვდებით აუცილებად“, – წერს ირინკა კავსაძე.