logo_geo
eng_logo
თეძამის ხეობაში დაკარგული სამი ახალგაზრდა იპოვეს
- +

3 მაისი. 2021. 02:37

 

 

ორდღიანი ძებნის შემდეგ, თეძამის ხეობაში სამივე ახალგაზრდა ადგილობრივებმა იპოვეს. ამის შესახებ „სამხერთის კარიბჭე“ წერს.

 

 

ახლობლების ინფორმაციით, ისინი სოფელ ლევიტანას მიმდებარედ ჭაობში იყვნენ ჩაფლულები და ვერ ახერხებდნენ ამოსვლას.

 

 

ცნობისთვის, ახალქალაქში, სოფელ კოთელიაში მცხოვრებლები სამ ახალგაზრდას მეორე დღეა ეძებდნენ. ადგილობრივების თქმით, მათ მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ, პირველ მაისს დაახლოებით 23:00 საათზე შეატყობინეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner