logo_geo
eng_logo
რა შეზღუდვები ამოქმედდება ხვალიდან
- +

2 მაისი. 2021. 23:35

 

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალიდან 4-11 მაისს უქმე დღეები გამოცხადდა, რის გამოც არსებული წესები იცვლება.

 

 

კერძოდ:

 

 

3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს;

 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეზღუდვა არ შეეხება;

 

 

2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები; აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე;

 

 

უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს და ისინი ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას;

 

 

ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00-მდე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner