დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში დღეს „დიდი შვიდეულის (G7) საგარეო საქმეთა მინისტრების გახსნითი შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მისი ცნობით, მხარეები რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების მექანიზმის შექმნაზე ისაუბრებენ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის თქმით, საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების პირისპირ დაგეგმილი შეხვედრა მიზნად ისახავს G7-ის როლის გამყარებასა და მეტად კოორდინირებული ზომების შემუშავებას მათ საპირისპიროდ, ვინც არსებულ მსოფლიო წესრიგს უთხრის ძირს.
„როდესაც ჩვენ სიცრუეს, პროპაგანდას და ყალბ ამბებს ვიგებთ, აუცილებელია, რომ მათზე არა ინდივიდუალური, არამედ ერთობლივი რეაგირება მოვახდინოთ მოქალაქეებისთვის სიმართლის თქმის გზით“, – განაცხადა დომინიკ რააბმა.
G7-ის შეხვედრას ასევე სამხრეთ კორეის, ინდოეთის, ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.