სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ფაშინიანი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
ნიკოლ ფაშინიანმა ვაქცინაცია მეუღლესთან ერთად გაიარა.
უცნობია, თუ რომელი ვაქცინით აიცრა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.
ამ ეტაპზე სომხეთში ვაქცინაცია „სპუტნიკ V“-ისა და „„ასტრაზენეკას“ ვაქცინებით ტარდება.