logo_geo
eng_logo
ანჟეი დუდა: ევროპის უსაფრთხოებაში ნატო გადამწყვეტ როლს თამაშობს
- +

3 მაისი. 2021. 14:28

 

 

„ევროპის უსაფრთხოებაში ნატო გადამწყვეტ როლს თამაშობს,“ – ეს განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ, ვარშავაში პირველი კონსტიტუციის მიღების 230-ე იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე გააკეთა.

 

„ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა ნატო-ს ფარგლებში განამტკიცებს ჩვენს უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც აღმოსავლეთ ფლანგზე ხდება“, – განაცხადა დუდამ.

 

ვარშავაში საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობენ ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები.

 

დღესვე, ლიდერების მონაწილეობით გაიმართება დისკუსია, რომლის მთავარი თემა ევროპის მომავალი იქნება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner