2016-2017 სასწავლო წლისთვის საბერძნეთის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სტიპენდიებს გამოყოფს.
აპლიკანტის მიერ შევსებული ფორმა საელჩოს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 25 ივლისს.
სასტიპენდიო პროგრამა 2016-2017 სასწავლო წელს მოიცავს. სტუდენტს დაფინანსების მოპოვება ერთი ან ორი აკადემიური წლისთვის შეუძლია. სტიპენდია სწავლის გადასახადის გარდა, თვეში 380 ევროს მოიცავს.
აპლიკანტს სტიპენდიის მოსაპოვებლად უნივერსიტეტში ჩასარიცხად შემდეგი საბუთები სჭირდება: ენის ცოდნის დამადასტურებელი, უნივერსიტეტის ხარისხი და ნიშნების ფურცელი, პასპორტის ასლი, სარეკომენდაციო წერილი.