logo_geo
eng_logo
საბერძნეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს
- +

15 ივლისი. 2016. 11:08


2016-2017 სასწავლო წლისთვის საბერძნეთის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სტიპენდიებს გამოყოფს.


აპლიკანტის მიერ შევსებული ფორმა საელჩოს უნდა წარედგინოს  არაუგვიანეს 25 ივლისს.

სასტიპენდიო პროგრამა 2016-2017 სასწავლო წელს მოიცავს. სტუდენტს დაფინანსების მოპოვება ერთი ან ორი აკადემიური წლისთვის შეუძლია. სტიპენდია სწავლის გადასახადის გარდა, თვეში 380 ევროს მოიცავს.


აპლიკანტს სტიპენდიის მოსაპოვებლად უნივერსიტეტში ჩასარიცხად შემდეგი საბუთები სჭირდება: ენის ცოდნის დამადასტურებელი, უნივერსიტეტის ხარისხი და ნიშნების ფურცელი, პასპორტის ასლი, სარეკომენდაციო წერილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner