logo_geo
eng_logo
მარადონას გარდაცვალება ექიმების ბრალია!
- +

3 მაისი. 2021. 15:49

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ სათანადო დახმარების შემთხვევაში დიეგო არმანდო მარადონა გადარჩებოდა. Football Italia წერს, რომ ლეგენდარული არგენტინელი ექიმებმა სიცოცხლის უკანასკნელ 12 საათში უყურადღებოდ დატოვეს.

 

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა 2020 წლის 25 ნოემბერს სახლში გარდაცვლილი იპოვეს. დაკრძალვის შემდეგ, დიეგოს ოჯახის წევრები, ახლობლები და ადვოკატები ამბობდნენ, რომ მარადონას შეუსაბამო მკურნალობა ჩაუტარდა და მისი გადარჩენა შესაძლებელი იყო. ამის გამო ოჯახმა სასამართლოში იჩივლა.

 

გამოძიება დასრულებულია. ცნობილი ხდება, რომ დიეგოს გადარჩენის ბევრად მეტი შანსი ექნებოდა უკეთესი ხარისხის მკურნალობა, რომ მიეღო. ოფიციალურ დასკვნაში წერია, რომ არგენტინელის მიმართ გაწეული მკურნალობა არაადეკვატური, არასრული და უგუნური იყო.

 

გამოძიების დასკვნაში ისიც წერია, რომ ექიმებმა კარგად იცოდნენ მარადონას მდგომარეობის შესახებ, მაგრამ გულგრილები აღმოჩნდნენ და დიეგო უყურადღებოდ დატოვეს. მედიკოსებმა ასევე იცოდნენ, რომ სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ დროს გაუარესებულიყო.

 

ირკვევა, რომ ექიმები დაჟინებით ითხოვდნენ გარდაცვლილი ყოფილი ფეხბურთელის საავადმყოფოდან გაწერას და ტიგრესში მდებარე სახლში დაბრუნებას. ამასთან ერთად, გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ იმ მომენტში მარადონა საღ აზრზე არ იმყოფებოდა და თავად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას დაბრუნებულიყო სახლში, თუ დარჩენილიყო საავადმყოფოში.

 

ლეგენდარული არგენტინელის გარდაცვალების ოფიციალური დრო 25 ნომებრის შუა დღის 12:30 გახლავთ. წყარო წერს, რომ სიკვდილიანობის პროცესი 12 საათით ადრე დაიწყო და მას შესაბამისი ყურადღება არ მიაქციეს.

 

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად ითვლება. მას კარიერის განმავლობაში 550-ზე მეტ ოფიციალურ მატჩში 300-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. დიეგო ბოლოს "ხიმნასია ლა პლატას" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner