logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: მიქაელ თარხნიშვილის არქივი ნაპოვნია!
- +

3 მაისი. 2021. 15:53

 

 

გიორგი კალანდიას გვერდზე უდიდესი ამბავი გამოქვეყნდა: მიქაელ თარხნიშვილის არქივი ნაპოვნია!

 

არავინ იცოდა, რომ ეს არქივი ცხონებულ მეცნიერს ჯუანშერ ვათეიშვილს ექნებოდა. დიახ! გურამ შარაძე, რეზო თაბუკაშვილი, გურამ პატარაია და არაერთი მკვლევარი ამ არქივს იტალიაში ეძებდა, მე მეგონა, რომ თურქეთში-ქართულ კათოლიკურ მონასტერში იქნებოდა, რამდენი ვეძებე, ვერ ვნახე. თურმე აქ ყოფილა-საქართველოში.

 

სააღდგომოდ გამომზეურდა, გიორგი კალანდიამ, არ ვიცი, რა ენერგია აქვს ამ კაცს, ჯერ ჯუანშერ ვათეიშვილის არქივის ხელოვნების სასახლისთვის გადაცემა გვამცნო, ახლა კი არც მეტი-არც ნაკლები: მიქაელ თარხნიშვილის არქივის ამბავი. ხარობს ზეციურ საქართველოში ამ არქივების პატრონნი და აქ კი გიორგი კალანდია. მთელი ერი უნდა ხარობდეს, მაგრამ აინტერესებს ვინმეს? ნეტაი თქვენო, იტყვიან.

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner