logo_geo
eng_logo
ევროკავშირმა რუსეთის ელჩი დაიბარა
- +

3 მაისი. 2021. 16:16

 

 

„ევროკავშირმა რუსეთის ელჩი დაიბარა“, - ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა.

 

ელჩის დაბარება დაკავშირებულია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან, რომელსაც ბლოკი მკაცრად გმობს და რომლის თანახმადაც, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ევროკავშირის 8 მოქალაქეს აეკრძალა.

 

„რუსეთის ელჩი დაბარებულია. ის ევროკომისიის გენერალურმა მდივანმა და ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურმა შუადღისას უნდა მიიღონ და მკაცრი პროტესტი გადასცენ,“- აღნიშნა ევროკავშირის პრესსპიკერმა.

 

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალურ პირს, მათ შორის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვერა ჟუროვასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ სასოლის, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner