logo_geo
eng_logo
სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
- +

3 მაისი. 2021. 16:19

 

 

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ, პრეზიდენტ არმენ სარქისიანის წინააღმდეგ, ორმაგი მოქალაქეობის ფაქტის დამალვასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

 

ამის შესახებ სომხეთის ადვოკატთა პალატის ხელმძღვანელმა არა ზოჰრაბიანმა „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

ადგილობრივი მედია წერს, რომ მარტში 53-მა ადვოკატმა შესაბამისი დანაშაულის შესახებ განაცხადა. მათი თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმის აღძრაზე უარი თქვა, თუმცა ადვოკატებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

 

როგორც ზოჰრაბიანმა დაწერა, გენერალურმა პროკურატურამ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება ბათილად ცნო და საქმე დოკუმენტების გაყალბებაზე, მათი რეალიზებისა, ან გამოყენების ფაქტზე აღძრა.

 

როგორც პროკურატურის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, მოსარჩელეთა ვარაუდი იმის შესახებ, რომ სარქისიანის ბრიტანული მოქალაქეობა არა 2011 წელს, არამედ გაცილებით გვიან იქნა შეწყვეტილი – სიმართლეს შეესაბამება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner