logo_geo
eng_logo
ქუთაისში, აღდგომის ღამეს, სახლი გაქურდეს
- +

3 მაისი. 2021. 16:44

 

 

ქუთაისში, აღდგომის ღამეს, სახლი გაქურდეს.

 

არსებული ინფორმაციით, მძარცველები სახლში იმ დროს შეიპარნენ, როდესაც ოჯახის წევრებს ეძინათ. მათ 500 ლარის, 100 ევროს და ძვირფასი ნივთების წაღება მოახერხეს.

 

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება, გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძოება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner