logo_geo
eng_logo
ვლადიმირ ზელენსკიმ: პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად, თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი
- +

3 მაისი. 2021. 16:50

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების პირველ პირებთან ერთად, თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

 

ეს დოკუმენტი პოლონეთის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 230-ე წლისთავის აღსანიშნავად გაფორმდა.

 

შესაბამისად, დოკუმენტში მითითებულია, რომ ხუთი ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან ვარშავაში, რათა ერთობლივად აღნიშნონ ეს დღე.

 

მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპის კარი ღია უნდა იყოს ყველა იმ ქვეყნისა და ხალხისთვის, რომლებიც იზიარებენ თავისუფლების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თანასწორობისა და სოლიდარობის ღირებულებებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner