logo_geo
eng_logo
თურქეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ლიბიაში ჩავიდნენ
- +

3 მაისი. 2021. 16:51

 

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, გენ-შტაბის ხელმძღვანელი იაშარ გიულერი და დაზვერვის ეროვნული სამსახურის უფროსი ჰაქან ფიდანი დღეს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ჩავიდნენ.

 

მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მხარეთა შორის ორმხრივი და რეგიონული საკითხები იქნება განხილული.

 

გასულ თვეში, თურქეთში ლიბიის დელეგაციის ვიზიტისას, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და არსებული საზღვაო შეთანხმების შესახებ უკვე ისაუბრეს. ასევე ისაუბრეს ნავთობისა და ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობაზე.

 

2019 წელს ოფიციალურ ანკარასა და დედაქალაქ ტრიპოლიში არსებული „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ (GNA) წარმომადგენლებს შორის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება შედგა.

 

მხარეებმა აგრეთვე ხელი მოაწერეს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner