logo_geo
eng_logo
ისრაელში, რელიგიურ ფესტივალზე მასობრივ ჭყლეტას, სახელმწიფო სამეთვალყურეო სამსახური გამოიძიებს
- +

3 მაისი. 2021. 16:58

 

 

ისრაელში, რელიგიურ ფესტივალზე მასობრივ ჭყლეტას, რომელსაც 45 ადამიანი ემსხვერპლა, სახელმწიფო სამეთვალყურეო სამსახური გამოიძიებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

სამეთვალყურეო სამსახურს, რომელსაც მათანიაჰუ ინგლმანი ხელმძღვანელობს, შეუძლია, შეისწავლოს და გამოაქვეყნოს დასკვნები, თუმცა არ შეუძლია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ინგლმანის განცხადებით, გამოიძიებს ყველა მონაწილე მხარის ქმედებებს, „როგორც ადგილზე მყოფი გადაწყვეტილების მიმღები პირების, ისე სამართალდამცველების“.

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა სამსახურმა რამდენიმე წლის წინ, მთა მერონზე არსებული კომპლექსის არამდგრადობის შესახებ განაცხადა.

 

გარდა ამისა, სამეთვალყურეო სამსახური კომპლექსის მდგომარეობის და წინა დასკვნის საფუძველზე გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის საკითხებს გამოიძიებს. ასევე, სამსახურმა უნდა შეიმუშაოს მსხვილი რელიგიური დღესასწაულების მართვის სტრატეგია, რათა თავიდან იქნას არიდებული მსგავსი ტრაგედია.

 

ტრაგედია მთა მერონზე, გასულ პარასკევს მოხდა. პანიკით გამოწვეულ მასობრივ ჭყლეტას 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 150-ზე მეტი დაშავდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner