„სადღესასწაულო დღეების შემდეგ 2-3 კვირა საკმაოდ რთული და საყურადღებო იქნება“, - ამის შესახებ „ჯოენის სამედიცინო ცენტრის“ ეპიდემიოლოგმა, მაია კაშიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„თუ გვინდა, რომ ზაფხულის პერიოდში არ გვქონდეს რეგულაციები ან გვქონდეს მინიმალური, (რაც რეალურად საჭიროა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის), აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა და აუცილებელია დაცვის მაჩვენებელმა 80-90 პროცენტს მიაღწიოს.
იმედს ვიტოვებ, რომ სადღესასწაულო დღეებში მოსახლეობამ ყველა არსებული რეკომენდაცია გაითვალისწინა, სხვა შემთხვევაში სადღესასწაულო დღეების შემდეგ 2-3 კვირა რთული და საყურადღებო იქნება“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა.