logo_geo
eng_logo
ექსპერიმენტი - ლივერპულის ერთ-ერთ ღამის კლუბში 3 000-მდე ადამიანი კონცერტს შეზღუდვების გარეშე დაესწრო
- +

4 მაისი. 2021. 00:14

 

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ღამის კლუბში წვეულებაზე 3000 ადამიანი შეიკრიბა.  

ექსპერიმენტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების შესწავლა. 

ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს ლივერპულის მცხოვრებლებმა  რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ.

მათ ასევე ბოლო 24 საათის განმავლობაში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარადგინეს. 

5 დღის შემდეგ  ექსპერიმენტის ყველა მონაწილე PCR-ტესტს ჩააბარებს, რათა ორგანიზატორებმა ინფიცირების შემთხვევები გამოავლინონ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner