"ესპანეთში მიმდინარე ფეროლის 32-ე პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე პირველი ტურის შემდეგ 300 მონაწილიდან შემდეგ ტურში 25 მონაწილეში 4 ქართველი მუსიკოსი გადავიდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
„მათ შორის 3 კონსერვატორიის სტუდენტი - გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი. მეოთხე ქართველი კი ასევე კონსერვატორიელი, ამჟამად შვეიცარიაში მცხოვრები პიანისტი ეკა ბოკუჩავაა. წარმატებას ვუსურვებთ ყველა მათგანს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.