27-წლიანი ქორწინების შემდეგ, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსი და მისი მეუღლე მელინდა გეითსი ერთმანეთს შორდებიან.
ამის შესახებ ნათქვამია წყვილის ერთობლივ განცხადებაში.
„ხანგრძლივი ფიქრისა და ჩვენს ურთიერთობაზე ბევრი მუშაობის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულოთ ჩვენი ქორწინება. ვფიქრობთ, ჩვენი ცხოვრების შემდეგ ფაზაში, როგორც წყვილი ერთად ვეღარ განვვითარდებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბილ გეიტსის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.