„ეს ნაცები რომ დაეხვეტნენ სასაფლაოზე - არიქა წინაპრებს გვართმევენო და თავს აჭერინებენ პოლიციას, ვინმემ ჰკითხეთ აბა, გუშინდლამდე ბაბუა-ბებიები გახსენებიათ?“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„41 წლის ვხდები, არ მყავს ცოტა ნაცნობობა და მე ეგენი ოდესმე სადმე საფლავზე მენახოს არ მახსოვს და ამ აკრძალვების დროს რატომ გადაირივნენ?
არა რა, ვინც ეგენი აღზარდა ძალიან მეცოდებიან. საზღვარს ჩახდილები იცავენ, სასაფლაოს - კამერებით.
გულისამრევი, ამაზრზენი და არაკაცები ხართ თქვენ ყველანი“, -წერს ლატარია.