„ჩვენი მიცვალებულების გახსენება და პატივის მიგება ისე უნდა მოვახერხოთ, რომ კოვიდით გარდაცვლილთა ახალი მკვეთრი ზრდა არ მოხდეს!“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, ზვიად კირტავამ სოციალურ ქსელში პირველ მაისს დაწერა.
„ქვეყანაში ინფიცირების თანდათანობითი ზრდის ფონზე აქტიური შემთხვევები მარტის დასაწყისიდან 7-ჯერ გაიზარდა (2100-დან - 15 ათასამდე). მოსალოდნელიც იყო, რომ შემთხვევების მატებას ლეტალობის მატებაც მოჰყვებოდა. გუშინდელი სიკვდილობის მაჩვენებელი - 20-ია, პირველად ასე მაღალი ბოლო სამი თვის განმავლობაში (29 იანვარს იყო 21).
უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელია აღდგომის დღესასწაულებზე დაწესებული შეზღუდვების დაცვა. ჩვენი მიცვალებულების გახსენება და პატივის მიგება ისე უნდა მოვახერხოთ, რომ კოვიდით გარდაცვლილთა ახალი მკვეთრი ზრდა არ მოხდეს!“, - აღნიშნა კირტავამ.