logo_geo
eng_logo
კოლუმბიაში ექვსდღიანი აქციების დროს 17 ადამიანი დაიღუპა 840-ზე მეტი კი - დაშავდა
- +

4 მაისი. 2021. 02:49

 

 

17 ადამიანი დაიღუპა და 840-ზე მეტი დაშავდა კოლუმბიაში ექვსდღიანი საპროტესტო აქციების დროს. დაშავებულთა შორის 540 სამართალდამცველია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

უფლებადამცველი ორგანიზაციები სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტებაზე საუბრობენ. პოლიციამ 430 ადამიანი დააკავა.

 

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოლუმბიის სხვადასხვა ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათ შორის, საწვავისა და პროდუქციის შეუფერხებლად მიწოდებას შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც აწარმოებენ.

უწყების ცნობით, გასული ერთი კვირის განმავლობაში ვანდალიზმის 600-მდე ფაქტის შესახებ მიიღეს შეტყობინება, დარბეულია 94 ბანკი და 250-ზე მეტი მაღაზია, ასევე მუნიციპალური ადმინისტრაციის ორი შენობა და პოლიციის 64 განყოფილება.

 

საპროტესტო გამოსვლები კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმის კანონპროექტის გამო დაიწყო. მოქალაქეები საწვავსა და კომუნალურ მომსახურებაზე დამატებითი ღირებულების გადასახადის დაწესებას ეწინააღმდეგებიან.

 

მორიგი საყოველთაო მანიფესტაცია კოლუმბიაში 5 მაისს არის ჩანიშნული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner