„ჩვენი ქვეყანა მედიის ფსევდო-'ვაქცინებით' უხვადაა გაჯერებული. თუმცა, მავნებელ დეზინფორმატორებს ერთობლივად აუცილებლად მოვერევით“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.
„პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი წერს, რომ "ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის "ვაქცინა" დეზინფორმაციის წინააღმდეგ; ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს.”
ჩემი აზრით, იმის გარდა, რომ საქართველოს უტევს რუსული დეზინფორმაცია, მასთან ნებსით თუ უნებლიედ, უნისონშია სააკაშვილთან დაკავშირებული ადგილობრივი მავნებელი, ბოროტი მატყუარა 'მედია'.
ასე რომ, ჩვენი ქვეყანა მედიის ფსევდო-'ვაქცინებით' უხვადაა გაჯერებული.
თუმცა, მავნებელ დეზინფორმატორებს ერთობლივად აუცილებლად მოვერევით.
თავისუფალ, განათლებულ, რეალობის ზუსტად ამსახველ ჟურნალისტიკას ვუსურვებ საქართველოს!“, - წერს აბაშიძე.