აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პროგნოზირებს, რომ ზაფხულის ბოლოსთვის ქვეყანაში კოვიდ-სიტუაცია გაუმჯობესდება.
„ვფიქრობ, ზაფხულის ბოლოსთვის ჩვენ ძალიან განსხვავებული მდგომარეობა გვექნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა 140.9 მილიონმა ადამიანმა მიიღო, ხოლო სრული ვაქცინაცია 95.8 მილიონმა ადამიანმა გაიარა.
„სიტუაცია ახლა ისეთია, რომ ვაქცინის მისაღებად რიგებში დგომა არავის უწევს. ამიტომაც ყველას ვთხოვ, ვაქცინა მიიღონ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.