logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე: გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს - არ ჰყოფნის გამბედაობა არც ქვეყნისთვის, არც საკუთარი თავისთვის
- +

4 მაისი. 2021. 14:30

 

„გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს. ასეა, როცა თამასას ისეთ სიმაღლეზე წევ, რომელსაც ვერ აიღებ“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას ადვოკატების განცხადებას.

 

„არ ჰყოფნის გამბედაობა არც ქვეყნისთვის, არც საკუთარი თავისთვის. დაიმთავრა თავი, როგორც პოლიტიკოსმა. ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება“, - წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

 

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner