logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს
- +

15 ივლისი. 2016. 11:19


„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" საფრანგეთის ქალაქ  ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.



 

ეს არის შემაძრწუნებელი ტრაგედია. სამწუხაროა, რომ მორიგ ტერორისტულ აქტს  კვლავ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. ეს არის მსოფლიო ტრაგედია, თითოეული ჩვენგანის ტრაგედია. მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სისასტიკესთან გამკლავება შეუძლებელია ცივილიზებული მსოფლიოს ერთობლივი და უკომპრომისო ბრძოლის გარეშე. დიდი გულისტკივილით თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს, საფრანგეთის  მთავრობას. გამძლეობას ვუსურვებთ მათ ამ მძიმე წუთებში", - ნათქვამია „ქართული ოცნების" განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner