საფრანგეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დღეს ნიცაში ჩავლენ. პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის თქმით, ის ტრაგედიის ადგილზე უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ მივა.
„ჩვენ ჩავატარებთ უშიშროების საბჭოს სხდომას, სადაც განვიხილავთ მოქალაქეების დაცვისკენ მიმართულ საჭირო ზომებს. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრთან ერთად ნიცაში ჩავალთ, იმისთვის რომ ამ განსაცდელში მოსახლეობას მხარი დავუჭიროთ და ყველა საჭირო საშუალების მობილიზაცია მოვახდინოთ", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
ბოლო მონაცემებით, ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84 -მდე გაიზარდა.