logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სისხლში, რომელიც 26 მაისს დაიღვარა, ჩუგოშვილსაც აქვს ხელები გასვრილი
- +

15 ივლისი. 2016. 11:28


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ, ინგა გრიგოლიასთან ეთერში თამარ ჩუგოშვილთან დაკავშირებით ისაუბრა. მჟავანაძის განცხადებით, ჩუგოშვილს 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევაში აქვს „ხელები გასვრილი".



„ჯერ კიდევ მაშინ, როცა თამარ ჩუგოშვილი იყო პრეზიდენტის მრჩეველი, ვითხოვდი მის გადადგომას. ეს იყო გამოწვეული კონკრეტული ფაქტებით, 2011 წლის 26 მაისი თვალნათლივ მახსოვს. სანამ დაირბეოდა მიტინგი, გაკეთდა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის მიერ, სადაც მან თქვა, რომ მომიტინგეებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ძალისმიერი მეთოდებით გამოირჩევიან. ეს განცხადება იყო მწვანე შუქის ანთება საქართველოს ხელისუფლებისთვის. ერთი წუთი არ იყო განცხადებიდან გასული, რომ საია-ს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი გამოვიდა და გააკეთა განცხადება. ჩუგოშვილის განცხადება იყო ფაქტობრივად, ნიადაგის მომზადება სააკაშვილისთვის, რომ მას მიტინგი დაერბია. იმ სისხლში, რომელიც 26 მაისს დაიღვარა, თამარ ჩუგოშვილსაც აქვს ხელები გასვრილი. ჯონ ბასის და ჩუგოშვილის გარდა, არავის არ უთქვამს, რომ მიტინგი უნდა დაშლილიყო.  ჩუგოშვილი ასევე უპირისპირდება პატრიარქს. არაერთი განცხადება აქვს მასზე გაკეთებული, საპატრიარქოს პოზიციებთან დაკავშირებით.

ჩუგოშვილი არის ფსევდოლიბერალური შეხედულების ადამიანი",- განაცხადა მჟავანაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner