„სამშობლოს მოღალატე და დავით გარეჯის გაყიდვაზე ხელისმომწერი ივერი მელაშვილი შეგნებული პროვოკაციის მოსაწყობად დავით გარეჯში ჩავიდა‼ მელაშვილმა ზუსტად იცოდა, რომ სარწმუნოებას შეწირული გარეჯელი ბერების ხსენების დღეს დავით გარეჯის გამყიდველის იქ გამოჩენა კონფლიქტს გამოიწვევდა!“, - ამის შესახე „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
„დილიდან ქართული მარშიც აპირებდა დავით გარეჯში წასვლას, მაგრამ შეგვატყობინეს რომ შესაძლოა პროვოკაცია მოეწყოთ ჩვენთვის და ამ პროვოკაციის შემსრულებელი ივერი მელაშვილი იქნებოდა - ამიტომ პროვოკაციის თავიდან არიდების მიზნით გადავდეთ მარშის მსვლელობა!
არ გამოუვიდა პროვოკაცია ჩვენთან და სასულიერო პირებს,მრევლს მაინც მოუწყო პროვოკაცია‼️ ლიბერასტების და მოღალატე ივერი მელაშვილის უმთავრესი მიზანია, რომ საჩვენებლად დააპატიმრებინონ დავით გარეჯში მოღვაწე სასულიერო პირები, მრევლი, გარეჯის მცველი საზოგადოებრივი ჯგუფები, რათა საზოგადოება დაშინდეს და საბოლოოდ გაანეიტრალონ დავით გარეჯის დაბრუნებისათვის ბრძოლა‼️ ქართული მარშის სახელით მსურს განვაცხადო - თუ ვინმე გაბედავს და დააპატიმრებს სასულიერო პირებს, მაშინ ერი და ბერი აღვდგებით და დანარჩენზე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ პროვოკაციის მომწყობებს‼️ მოღალატეებო - გეშინოდეთ ქართველი ერის გამოღვიძების‼️“, - წერს ბრეგაძე.