„რა მაგის პასუხია და ამდენი მსახიობი, რეჟისორი სპექტაკლის გარეშე რომ იჯდა სახლში და წინ კიდევ რა გველის არ ვიცით, არ შეიძლება, როგორც ადრე იყო - სატელევიზიო დადგმები დაფინანსდეს?“, - ამის შესახებ პროდიუსერი ნატო დუმბაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„იმდენი არხი გვაქვს, ყველას ეყოფა! მიუზიკლებში მაგალითად, რეჟისორი, მომღერალი, მსახიობი, მოცეკვავეც დაკავდება; ასე როდემდე უნდა ისხდნენ?
რა ვიცი, მგონი ძალიან მისახედია კულტურა, ძალიან!
მიუხედავად პანდემიისა, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, მთავარია მოინდომო!“, - წერს დუმბაძე.