პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება.
„ყველაზე უსაფრთხო, მშვიდობიან, სტაბილურ სამყაროს ტერორიზმმა ომი გამოუცხადა და ეს სამყარო თითქმის უძლურია ამ საშინელების წინააღმდეგ! თავისუფლების დღეს, ჩაგვრაზე და უსამართლობაზე გამარჯვების დღეს, ბასტილიის აღების დღეს უდიდესი სისასტიკით და ცინიზმით ჩადენილი მორიგი ტერორისტული აქტი! ვუსამძიმრებ საფრანგეთს, ფრანგ ხალხს ამ უდიდესი ტრაგედიის გამო და ვუსურვებ სულიერ სიმტკიცეს და გამძლეობას!" - წერს „facebook"-გვერდზე მანანა კობახიძე.