ექსპერტი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება 4 მაისს, დავით გარეჯის ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს:
„ზუსტად რომ ვიცოდეთ და ხშირად შევახსენოთ საკუთარ თავს, როგორ მტერთან გვაქვს საქმე, შევხედოთ რა გააკეთეს დღეს ნაცებმა:
1)საკუთრ აგენტ მელაშვილთან ერთად, გარეჯელ მოწამეთა ხსენების დღეს, შეიჭრნენ გარეჯის ტერიტორიაზე და სასულიერო პირებს მოუწყეს სკანდალი.
2) ხვალ პრემიერ მინისტრის ვიზიტი იწყება ბაქოში და წინასწარ ცადეს საქართველოში მოეწყოთ პროვოკაცია, ამ ძალიან რთულ საკითხზე.
ეს ყველაფერი არ შეიძლება უბრალო დამთხვევად ჩაითვალოს. აღნიშნული მოწმობს, რომ მათი ორგანიზაციის სტაფი მუშობს ასეთ თემებზე, ამუშვებს სცენარებს, პოულობს შემსრულებლებს, აფინანსებს და ახორციელებენ ამ პროცესებს“, - წერს გიორგობიანი.