logo_geo
eng_logo
თათა მურაჩაშვილი: ქალაქი პონტევედრა მანქანებისგან უკვე 20 წელია დაცლილია
- +

5 მაისი. 2021. 00:30

 

 

ჟურნალისტი თათა მურაჩაშვილი, ესპანეთის ქალაქ პონტევედრას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ესპანეთის ეს ქალაქი მანქანებისგან უკვე 20 წელია დაცლილია.

ქალაქ პონტევედრას ქუჩები ხმაურიანი მანქანების ნაცვლად, ახლა ხალხითაა სავსე. იმის გამო, რომ ქალაქში მანქანები არ გადაადგილდებიან, 2013 წლის შემდეგ ჰაერის დაბინძურების დონემ 61%-ით დაიკლო.

ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ 2009 წლის შემდეგ, პონტევედრაში საგზაო შემთხვევისას დაღუპვის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ქალაქში მოსახლეობის 70% ფეხით გადაადგილდება. პონტევედრაში მანქანების აკრძალვის შემდეგ, რაც საკუთარ თავში ნაკლებად დაბინძურებულ ჰაერსა და თავისუფალ გზებს გულისხმობს, ის საცხოვრებლად იმდენად კომფორტულ, დაცულ და სუფთა ადგილად იქცა, რომ 1999 წლის შემდეგ აქ საცხოვრებლად 12 ათასი ადამიანი გადავიდა“, - წერს მურაჩაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner