logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ნიცაში განვითარებული მოვლენები მერამდენედ გვარწმუნებს, რომ ტერორიზმი თანამედროვეობის უდიდესი ბოროტებაა
- +

15 ივლისი. 2016. 11:38


საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება და ფრანგ ხალხს და საფრანგეთის მთავრობას მისი და უწყების სახელით მიუსამძიმრა.



შეძრწუნებული ვარ ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო - საფრანგეთში განხორციელებულმა კიდევ ერთმა ტერორისტულმა აქტმა ათობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ვიზიარებ ფრანგი ხალხის მწუხარებას და პირადად ჩემი და მთელი სამინისტროს სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, საფრანგეთის მთავრობას და თითოეულ მოქალაქეს.

ნიცაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ გვარწმუნებს, რომ ტერორიზმი თანამედროვეობის უდიდესი ბოროტებაა, რომელსაც მთელი ცივილიზებულ სამყარო გაერთიანებული ძალებით უნდა ვებრძოლოთ", - ნათქვამია დიმიტრი ქუმსიშვილისამძიმრის წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner