საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება და ფრანგ ხალხს და საფრანგეთის მთავრობას მისი და უწყების სახელით მიუსამძიმრა.
„შეძრწუნებული ვარ ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო - საფრანგეთში განხორციელებულმა კიდევ ერთმა ტერორისტულმა აქტმა ათობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ვიზიარებ ფრანგი ხალხის მწუხარებას და პირადად ჩემი და მთელი სამინისტროს სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, საფრანგეთის მთავრობას და თითოეულ მოქალაქეს.
ნიცაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ გვარწმუნებს, რომ ტერორიზმი თანამედროვეობის უდიდესი ბოროტებაა, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანებული ძალებით უნდა ვებრძოლოთ", - ნათქვამია დიმიტრი ქუმსიშვილის სამძიმრის წერილში.