logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: რა უტიფრობაა?! ნიკა მელია არ ამბობდა, ვინმემ არ გაბედოს გირაოს გადახდაო?
- +

5 მაისი. 2021. 00:58

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ნიკა მელიას ადვოკატების განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„რა უტიფრობაა?! მელია არ იყო, ვინმემ არ გაბედოს გირაოს გადახდაო? მერე თქვა, ვიღაცას იპოვიან, თითქოს თავისით დაფარა, სინამდვილეში ხელისუფლება გადაიხდისო. ელისაშვილს რომ აუკრძალა, ცალკე თემაა.ევროკავშირი ხომ გააგიჟეს ამ გირაო/ამნისტიით. როდის დამთავრდება ეს უაზრობა?! ის რომ ეს თემა ყელში ამოგვივიდა, ვაქცევ თემად. აწი უფრო მწვავედ დავწერ“, - წერს სალუქვაძე.

 

ნიკა მელიას ადვოკატების თქმით,  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდას ბრალდებულის თანხმობა არ სჭირდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner