4 მაისს, დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტს, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„დღეს ივერი მელაშვილი და ე.წ. მთავარი არხი (ვინმე ნინუცა კეკელია) თავს დაესხა დავით გარეჯის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას.
ისინი ჯიპის მარკის ავტომობილით შეიჭრნენ რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავად შეკრებილ ადამიანებში, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და სცადეს პროვოკაციის მოწყობა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მაღალი შეგნების გამო ვერ მოახერხეს.
მივმართავ ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს კარგად შეისწავლონ ეს პროვოკაცია და შესაბამისი შეფასება გააკეთონ“, - წერს გაბრიჭიძე.