საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში კიდევ ერთხელ გილოცავთ, ჩემო ნაღდებო, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მისი ძალა და მადლი გფარვდეთ თქვენ და თქვენს ულამაზეს ოჯახებს‼
ახლა კი მთავარი:
ამ ბოლო დროს, ამ ჩემს ფეისბუქ სამეგობროდან ბევრს დავაკვირდი, და არა მარტო მათ (რა საკვირველია ყველას არ ვგულისხმობ) ასე რამ გაგაბოროტათ⁉️
რატომ ხართ სულ დაბოღმილები და არაფერი არ გახარებთ ამ ქვეყნად, არც მეგობრის კარგად ყოფნა, არც კიდევ ბევრი რამ.
მე მინდა თქვენ მოგმართოთ, ადამინაების იმ კატეგორიას, რომლებიც აქ სამეგობროში მყავხართ, ან სამეგობროს გარეთ: ერთი რამ მინდა დაიმახსოვროთ - არასოდეს მოგცემთ ჩემი გაბრაზებით ან ცუდად ყოფნით გამოწვეულ სიხარულის საბაბს (ადრე ამით ხარობდით და ბედნიერები იყავით)
ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი - საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელობის პარალელურად ვემსახურები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ საკითხთა, კულტურისა და სპორტის ხელმძღვანელობით 24 ათასამდე სტუდენტს; ჩემთვის ეს დიდი პატივია: ვემსახურო ჩვენს საამაყო სტუდენტებს, იმ ახალგაზრდა თაობას, აზრთა სხვადასხვაობისა (მე ყველა განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ) რომლებიც საქართველოს ახალ ისტორიას წერენ!
ნამდვილად ვიცი, რომ თქვენისთანა ბოღმიანი და უმადური ადამიანები ამ ისტორიაში ვერ მოხვდებიან და თქვენი ადგილი ჩვენი საამაყო ახალგაზრდების გვერდით და ამ ისტორიაში არ იქნება;
გისურვებთ წარმატებებს და კარგად ყოფნას, რათა ნახოთ ჩვენს მიერ შექმნილი სიკეთეები. ხომ გაგიგიათ, ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვამჩნევ. (ოღონდ რომ არ ვიმჩნევ)
თქვენისთანა მედროვე ადამიანები კი მაძლიერებთ და სტიმულს მაძლევთ, თუმცა რაც ბევრი გაქრებით ამ ჩემი ფეისბუქ გვერდიდან, მით უკეთესი. ტყუილად დროს კარგავთ და იქექებით.
თქვენმა ამ ბოღმამ, ამ ღვარძლმა, ამ შურმა, მომიყვანა აქამდე და ის ძალა მომცა, რომ არ მოვდუნებულიყავი. ეგეც გაგიმხილეთ, რა იყო და არის ჩემი წარმატების საიდუმლო ფორმულა. იხარეთ და გმადლობთ რომ ხართ“, -წერს ოქიტაშვილი.