logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ვლადიმირ პუტინს ევროპაში ივნისში დაგეგმილი ვიზიტისას შეხვდება
- +

5 მაისი. 2021. 10:58

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ევროპაში ივნისში დაგეგმილი ვიზიტისას შეხვდება. ამის შესახებ ბაიდენმა პრესკონფერეციაზე მედიის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

„ეს არის ჩემი იმედი და მოლოდინი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტი 11-13 ივნისს ინგლისში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გეგმავს დასწრებას. ამის შემდეგ ჯო ბაიდენი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება და 14 ივნისს NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner