logo_geo
eng_logo
ვახტანგ მეგრელიშვილი: არ მჯერა, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება, სახეში ესროლეთ ადამიანებსო
- +

5 მაისი. 2021. 11:52

 

 

„მე ამნისტიის იდეას ვემხრობი. ოპოზიციასა და ხელისუფლების კანონპროექტებს შორის განსხვავება ფუნდამენტური არ არის“, – ამის შესახებ „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი” საუბრისას განაცხადა.

 

 

 

მეგრელიშვილი ამბობს, რომ მას არ სჯერა, რომ 2019 წლის 20 ივნისს აქციის დაშლისას ვინმემ დამიზნებით სახეში სროლის ბრძანება გასცა.

 

„არ მჯერა, რომ ეგეთი ბრძანება იყო, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება, დამიზნებით ესროლეო. მე უბრალოდ, არ მჯერა, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება, სახეში ესროლეთ ადამიანებსო. ხომ უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ გვაქვს უნარი გამოძიების და სამართლიანობის აღსრულების? ამ ქვეყანაში უბრალოდ, ეგ გამოცდილება არ გვაქვს. არასდროს გვქონია. პირველად უნდა ვცადოთ ყველაზე მწვავე საკითხზე, რომელიც შეეხება ყველზე ძლევამოსილ ადამიანებს ამ ქვეყანაში. ვინ უნდა სცადოს, ოპოზიციამ? ეს დაპირისპირების, პოლიტიკური თამაშის გაგრძელებაა, რაც ძალიან არ მომწონს“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

ცნობისთვის, პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული – ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი ოპოზიციის.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner