logo_geo
eng_logo
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

15 ივლისი. 2016. 11:46


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 14 ივლისს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის - ბასტილიის აღების დღეს, ქალაქ ნიცაში მშვიდობიან მოსახლეობაზე მომხდარ თავდასხმას, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

„შეძრწუნებულნი ვართ განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ფრანგ  ხალხსა და ხელისუფლებას.

 

საქართველო მკაცრად გმობს მომხდარ ფაქტს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ გლობალურ დანაშაულს და მიმართულია  მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, თავდასხმის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner