logo_geo
eng_logo
იმუნიზაციის პროცესში დღეიდან ფოთიც ჩაერთო
- +

5 მაისი. 2021. 13:57

 

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციიის პროცესში, დღეიდან ფოთიც ჩაერთო. დილიდან „ევექსის“ კლინიკაში მოქალაქეების ვაქცინაცია მიმდინარეობს.

 

„ევექსის“ პოლიკლინიკის მენეჯერის ნანა ლემონჯავას განცხადებით, დღეს ფოთის პოლიკნინიკაში ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ 32 ადამიანი აიცრება. მისი თქმით, ამ დროისათვის მოსახლეობის აქტივობა მაღალია. პოლიკლინიკა, რომელშიც ვაქცინაცია მიმდინარეობს პირველადი დახმარებისთვის სრულადაა აღჭურვილი.

 

ფოთის მსგავსად, დღეიდან სასურველი ვაქცინით აცრა სამეგრელო-ზემო სვანეთის 10 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. მანამდე აცრა მხოლოდ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ტარდებოდა. რეგიონში ორი ვაქცინით მიმდინარეობს იმუნიზაცია - „ასტრაზენეკა“ და „სინოფარმი“. არჩეული ვაქცინით რეგიონის მასშტაბით, დღეს, ჯამში 107 მოქალაქე აიცრება.

 

პირველ ეტაპზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „სინოფარმის“ 3 396 დოზაა გათვალისწინებული, ხოლო „ასტრაზენეკას“ 3 100 დოზა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner