საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდში იმყოფება, სადაც ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება.
საზეიმო წირვა-ლოცვა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს, რომლებსაც სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად მთავრობის და სხვადასსვა პარტიის წარმომადგენლები ესწრებიან.
ღვთისმშობლის წმინდა კვართი, სხვა სიწმინდეებთან ერთად დადიანების ისტორიული მუზეუმიდან 10:00 საათზე გამოაბრძანეს და მშენებარე საკათედრო ტაძარში 21.00 საათამდე დარჩება, სადაც მსურველებს მოლოცვისა და კვართთან და სხვა სიწმინდეებთან შეხების საშუალება ექნებათ.