გერმანიის კანცლერi ანგელა მერკელi ნიცაში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გერმანია ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საფრანგეთს გვერდში უდგას.
„ეს საზარელი თავდასხმა მოხდა ფრანგების ეროვნულ დღესასწაულზე - დღესასწაულზე, რომელიც სიამაყის დღეა, მაგრამ ახლა დიდი გლოვის დღედ იქცა", - განაცხადა ანგელა მერკელმა.
ბოლო მონაცემებით, ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა.