„მთლიანობაში გუშინდელი ინციდენტი პროვოკაციად იკითხება, ძალადობას ვემიჯნებით, როცა მელაშვილი მსჯავრდებულია ქართული მიწების გასხვისების მცდელობაში. მამები ამას თავად გააცნობიერებენ და შეინანებენ,“ – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„გუშინდელი ინციდენტი საერთო ფონზე შემდეგნაირად იკითხება, ეს არის წინასწარ გამიზნული პროვოკაცია, რადგანაც დავითგარეჯში განსაკუთრებულად აღიქვამენ პრობლემას, როდესაც „მთავარი არხი“ გარეჯის ბერებს გრუ-ს აგენტებად აცხადებს და ივერი მილაშვილს ეროვნულ გმირად, ეს განსაკუთრებულად ძაბავს იქ სიტუაციას. და გუშინდელ დღეს, როდესაც იყო ხსენება გარეჯელი მამებისა იმ კელიებში სადაც ჩვენი გარეჯელი მამები მსახურობენ ვერ გადადიან სასულიერო პირები აი იმ დღეს დაიგეგმა მელაშვილის გარეჯში ჩასვლა.
როცა მელაშვილი მსჯავრდებულია ქართული მიწების გასხვისების მცდელობაში, უნდა მოერიდოს იქ ჩასვლას. მთლიანობაში გუშინდელი ინციდენტი პროვოკაციად იკითხება, ძალადობას ვემიჯნებით. მამები ამას თავად გააცნობიერებენ და შეინანებენ.
არ არის გამართლებული ძალადობა, გარეჯში მცხოვრები მამაოები ამას მძაფრად აღიქვამენ. გუშინდელ საქმეზე მას არ ვემადლიერებით. ეს არის გადაცდომა, რაც მამაოებმა გააკეთეს, ამაზე იმსჯელებენ ის ორგანოები, ვისაც ევალება. სანამ კადრებს ვნახავდით, იყო მსჯელობა, რომ მელაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერას აუკრეს ხელი. ის, რომ მელაშვილი ცემეს, არ ჩანს კადრებიდან“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.