აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანსა და სომხეთს ტყვეთა გაცვლის პროცესის დასრულებისკენ მოუწოდებს.
„აშშ აზერბაიჯანის მიერ სამი სომეხი სამხედრო ტყვეს გათავისუფლებას მიესალმება. მხარეებს მოვუწოდებთ, პატიმართა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლის პროცესი საბოლოოდ დაასრულონ და შეასრულონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები დაკავებულთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის შესახებ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.