NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
„შოკირებული და დამწუხრებული ვარ ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო. ჩემი ფიქრები ახლა დაღუპულთა ოჯახებთან და ახლობლებთანაა და ყველასთან, ვინც დაზარალდა. ეს თავდასხმა მიმართული იყო უდანაშაულო ადამიანების და იმ ძირეული ფასეულობების წინააღმდეგ, რომელსაც NATO იცავს. მაგრამ ტერორიზმი დემოკრატიას, თავისუფლებასა და ჩვენს ღია საზოგადოებებს ვერასდროს დაამარცხებს. ფრანგ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ", - ნათქვამია განცხადებაში.