logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდის ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება
- +

5 მაისი. 2021. 20:31

 

 

„ბათუმში აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი „USCGC HAMILTON“ ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება და ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

მისი თქმით, ვიზიტი ხაზს უსვამს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას.

 

USCGC HAMILTON“ ბათუმის ნავსადგურს პირველად სტუმრობს. ნავსადგურში შემოსვლამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდსა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების - „დიოსკურიასა“ და „ოჩამჩირეს“ მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი საზღვაო წვრთნებიც გაიმართა“, - წერს თორნიკე რიჟვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner