„ინდური, ისევე როგორც ბრაზილიური, ან სამხრეთ აფრიკული შტამები, ჯერ საქართველოში არ გამოჩენილა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განცხადა.
„ჩვენთან მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი ქვეყანაში მოცირკულირე შტამებზე. სამწუხაროდ, ძალიან ბევრია, პრაქტიკულად 80%-მდე ქვეყანაში მოცირკულირე შტამებისა, არის - ბრიტანული.
შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ჩაანაცვლა ადრე მოცირკულირე შტამები. ინდური, ისევე როგორც ბრაზილიური, ან სამხრეთ აფრიკული შტამები ჯერ საქართველოში არ გამოჩენილა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.